მოზარდებში ელექტრო სიგარეტების და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლით საქართველო ეპიდემიის ზღვაზეა. ასე აფასებენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში დარგის სპეციალისტები სტატისტიკურ მაჩვენებლებს, რომლის მიხედვითაც ბოლო წლებში არასრულწლოვანთა მიერ ე.წ ვეიპების მოხმარება გაორმაგებულია. თამბაქოს კონტოლის ალიანსში აცხადებენ, რომ ამ პროდუქტებთან მიმართებაში რეგულაციები გასამკაცრებელია. მაგალითად, გიორგი ბახტურიძის თქმით, სოციალურ ქსელებში, მათ შორის ე.წ. ინფლუენსერების დახმარებით, ამ პროდუქციის რეკლამა სრულიად უკონტროლოა. მისივე განმარტებით, ეს ბიზნესი გასნსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაზეა ორიენტირებული, რომლის მიზიდვასაც მომხიბვლელი შეფუთვით ცდილობს და არწმუნებს, რომ ეს პროდუქცია ტრადიციულ თამბაქოსთან შედარებით ნაკლებად მავნებელია. ბახტურიძის თქმით, ამით სექტორი ცდილობს თავი აარიდოს თამბაქოს კონტროლის გამკაცრებულ ზომებს.
„ყველა ტიპის პროდუქტში, იქნება ეს სიგარეტი, ელექტრონული სიგარეტი თუ საღეჭი ნიკოტინი, უნდა აიკრძალოს ყველა ტიპის დანამატი და არომატიზატორი, რაც მიმზიდველობას დაუკარგავს ამ პროდუქტებს. ასევე უნდა მოხდეს ელექტრონული სიგარეტების სრული აკრძალვა და საღეჭი ნიკოტინის, ე.წ. ფაუჩების სრული აკრძალვა, რადგან უკვე ეპიდემიის ზღვარზე ვართ ბავშვებში ამ ლეტალური პროდუქტის მოხმარების თვალსაზრისით. ასევე აუცილებელია, ეს პროდუქტები მხოლოდ სპეციალიზებული მაღაზიებიდან იყიდებოდეს და ასე ფართოდ ხელმისაწვდომი არ იყოს,“ - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.
რეგულაციების გამკაცრებას ეთანხმებინ მმართველ გუნდშიც. პარამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე პირველ არხთან საუბარში ამბობს, რომ თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციების შედეგად მწეველთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა, რაც შეეხება ახალ პროდუქტებს, კახაძის თქმით, ამ კუთხით დამატებით რეგულაციებზე პარლამენტი შესაბამის კანონ პროექტზე მუშაბას უახლოეს მომავალში დაიწყებს. მისივე განცხადებით, თამბაქოს მწარმოებლებმა ე.წ ვეიპები და გასახურებელი სიგარეტები ნაკლებად უსაფრთოდ წარმოაჩინეს, თუმცა, პარლამენტარის პოზიციაა, რომ მსგავსი პროდუქტები იგივე რეგულაციებში უნდა მოექცეს რაც დღეს, ტრადიციულ თამბაქოს აქვს.
„ის მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ძალიან წარმატებული იყო ტრადიციული თამბაქოს მიმართ, უნდა გავრცელდეს ახალ პროდუქტებზე. პიკტოგრამები, რომლებიც დანახვისთანავე შეგზარავს, ამ პროდუქტების სადა შეფუთვაზეც უნდა იყოს დატანილი. არიმატიზატორები ისეთი მატყუარა პროდუქტია, რომელიც ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალაზრდებს, თვალისა და ყურის შეგრძნებებზე ზემოქმედებით, ცუდი ქცევისკენ მიაქანებს. არავითარი შეღავათი!“ - ამბობს კახაძე.
ე.წ ვეიპებისა და გასახურებელი სიგარეტების ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენაზე საუბრობენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც. მათი თქმით, მსგავსი პროდუქტების მოხმარებით, მწეველი იგივე ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას, როორც ჩვეულებრივი თამბაქოთი. პულმონოლოგ კახა ვაჭარაძის თქმით, გახურებული თამბაქოსა და ე.წ ვეიპების მოხმარებით მწეველი 8000 მდე მავნე ნივთიერებას იღებს, საიდანაც 800- მდე კანცეროგენია. მისივე ნგანმარტებით, მსგავსი პროდუქტების მოხმარებით, იზრდება სიმსივნისა და რესპირატორული დაავადებების რისკი.





