არცერთი თეთრი, 10 მილიონი და არც მილიარდი არ დაენანება არავის, როდესაც საქმე ეხება შედეგს! არ შეიძლება პოლიტიკურ სპეკულაციებს ავყვეთ. არ შეიძლება განზოგადებულად ავყვეთ ფარმაცევტული მაფიის ინტერესებს, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, არის ჩამოყალიბებული მარტივი მაფია, ამ მაფიას კი აქვს კონკრეტული წამლების რეალიზაციის ინტერესი.
„ეს მგრძნობიარე საკითხია. ჯანდაცვის სამინისტრო ბოლომდე ჩართულია ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელებაში.
რაც შეეხება ფარმაცევტულ კომპანიებს, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ასეთი საკითხების მოგვარების დროს, არის ფარმაცევტული კომპანიები. არის მარტივი მაფია ჩამოყალიბებული. ამ მაფიას აქვს კონკრეტული წამლების რეალიზაციის ინტერესი, სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა ეს. სწორედ ამიტომ, აქ არის სიფრთხილე საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე. მსოფლიო მასშტაბით არის ეს მაფია გაშლილი, მარტო საქართველოს არ ეხება. ყველა საკითხი უნდა იყოს აწონ-დაწონილი გონივრულად. არავის ენანება არცერთი თეთრი, არც 50 და თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი“,- აღნიშნავს პრემიერი.
არის მათ შორის ქვეყნები, სადაც არაერთი კორუფციული გარიგება დაიდო მთავრობებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის. ძალიან დიდ ფულს შოულობენ კონკრეტული პოლიტიკოსები ასეთი მაფიოზური გარიგებებიდან. კონკრეტული ქვეყნებია, კონკრეტული პრეპარატები, სადაც არის კორუფციული გარიგების ეჭვი და მაინცდამაინც ისე ემთხვევა რომ გამორჩეულად კორუმპირებული მთავრობები დებენ შესაბამის გარიგებებს შესაბამის ფარმაცევტულ კომპანიებთან. ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და დასაბუთებული.
არცერთი თეთრი, 10 მილიონი და არც მილიარდი არ დაენანება არავის, როდესაც საქმე ეხება შედეგს! არ შეიძლება პოლიტიკურ სპეკულაციებს ავყვეთ, განზოგადებულად ვსაუბრობ, არ შეიძლება განზოგადებულად ავყვეთ ფარმაცევტული მაფიის ინტერესებს“ , - აღნიშნავს პრემიერი.
ipn.ge





