ჯანდაცვის სამინისტრო ბოლომდე არის ჩართული ამ საკითხში. ჩვენი მთავარი მიდგომა არის რა - მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ფარმაცევტულ მაფიას, მაგალითად.

ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მოთხოვნაზე, ხელისუფლებამ შემოიტანოს და დააფინანსოს აღნიშნული დაავადების სამკურნალო მედიკამენტები. 

"უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და მივიღოთ რაციონალური, პრაგმატული გადაწყვეტილება. ამაზე არის პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტრო პასუხისმგებელი, რომელიც არის მაქსიმალურად ჩართული ამ პროცესში, პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრი, მადლობა მას მაქსიმალური ჩართულობისთვის," - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში პაციენტების მშობლებთან არაერთი შეხვედრა შედგა.