28 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ში , Global Health Union, MAX HEALTHCARE - საერთაშორისო ჰოსპიტალური ქსელისა და RHAZES GLOBAL საერთაშორისო სამედიცინო კონსულტირების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით „გლობალური პერსპექტივები ნეიროქირურგიასა და ძვლის ტვინის გადანერგვაში“

კონფერენციაზე მომხსენებლად MAX HEATHCARE-ს მხრიდან ნეიროქირურგი - Prof. (Col.) Dr. Bipin Walia და ჰემატოლოგი - Dr. Esha Kaul იქნებიან. გარდა ამისა, საქართველოდან მომსხენებლები იქნებიან ცნობილი ჰემატოლოგები და ნეიროქირურგები.


ღონისძიებას დაახლოებით 150-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. დამსწრე საზოგადოება შედგება საქართველოს კლინიკების წარმომადგენლებისგან, ნეიროქირურგების, ჰემატოლოგების, სამედიცინო უნივერსიტეტების წარმომადგენლებისა და რეზიდენტი სტუდენტებისგან.

ღონისძიების მიზანია ადგილობრივი გამოცდილების შედარება საერთაშორისო გამოცდილებასთან და ერთობლივი თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების განხილვა. ეს არის Global Health Uninon სოგადოებრივი კავშირის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში.

ცნობისთვის: "რაზეს გლობალი ეხმარება" პაციენტებს, მიიღონ უმაღლესი ხარისხის მკურნალობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.