ფარმაცევტული ბაზარი
კონკურენციის სააგენტო 8 ფარმაცევტული კომპანიის ფასებს სწავლობს - შედეგები სექტემბერში გამოქვეყნდება

მიმდინარე წლის სექტემბრისთვის კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ სექტორში მორიგი მოკვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. საუბარია მოკვლევაზე, რომელმაც უნდა დაადგინოს, არის თუ არა 8 კომპანია ბაზარზე დომინანტი და მათ 14 მედიკამენტზე ხომ არაა დაწესებული  ჭარბი ფასი.კერძოდ, მოკვლევა მიმდინარეობს 8 კომპანიის მიმართ. ესენია: 1. შპს „გლობალ ცბს“  2. შპს „კონცეპტ ფარმა” 3. შპს „ნუვეა ფარმაცევტიკალს” 4. შპს „ბარდი“ 5. შპს „რიჩ გრუპი“. 6. შპს „კროკუს ფარმა“7. შპს „გეა“  8. შპს „BIH“.მოკვლევა ეხება 14 მედიკანენტს: ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ადაზალ ნეო (200 მგ, 400 მგ), არიპრადა, ზინასენი, ლორნიკუსი, ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი (120 მგ, 480 მგ.), ტრეპარინი.საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, სექტემბრამდე გაირკვევა, იხდიან თუ არა მოქალაქეები ამ წამლებში ჭარბ ფასს.„გვაქვს მიმდინარე მოკვლევა, რომელიც მოიცავს 8 კომპანიას და 14 მედიკამენტის შემთხვევას. ჩვენი მოკვლევის მიზანია, გარკვეულ იქნას, არიან თუ არა დომინანტები აღნიშნული კომპანიები აღნიშნულ ბაზარზე და მაღალი ფასნამატები, რომელიც არის 200% და მეტი, არის თუ არა ობიექტური და კონკურენტული გარემოს ფასწარმოქმნის შედეგად მიღებული. ანუ ჩვენი მოკვლევის მიზანია გავარკვიოთ, არის თუ არა ჭარბი ფასი დაწესებული ჩვენი მოქალაქეებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის ყველაზე რეზონანსული კვლევა ორი წლის წინ დაიწყო, რის შემდეგაც 4 კომპანია 53 მილიონი ლარით დაჯარიმდა.9-თვიანი მოკვლევის შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ 2021-2023 წლებში კომპანიები - „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“ და „მერმისი“ სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასებს შეთანხმებულად ადგენდნენ  და მათ ფიქსაციას ახდენდნენ. ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების მონიტორინგი იყო ის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მსოფლიო ბანკის ჯილდო მიიღო. სააგენტოს ჯილდო, ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის კონფერენციის ფარგლებში გადაეცა. ეს ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 160 ქვეყანას აერთიანებს.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებები ფარმაციის სექტორში საუკეთესოდ დასახელდა

მსოფლიო ბანკის და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებები ფარმაციის სექტორში საუკეთესოდ დასახელდა. ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დაჯილდოება 8 მაისს, შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) 24-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც GCCA-ის თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა. ნომინაციაში - კერძო ინვესტიციების, სამუშაო ადგილებისა და მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდისთვის მდგრადი კონკურენტული პროცესის მხარდაჭერა - გაიმარჯვა GCCA-ის ქეისმა, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე მონიტორინგის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შედეგად განხორციელებულ რეფორმებს, შეთანხმებული ქმედებების გამოვლენის გადაწყვეტილებებს ეხებოდა.კერძოდ, GCCA-ის მიერ ფარმაციის ბაზარზე 13 რეკომენდაცია გაიცა, რის საფუძველზეც  საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესაბამისად  ქვეყანაში დაინერგა ელექტრონული რეცეპტის სისტემა, ამოქმედდა GMP და GDP სტანდარტი, დაინერგა რეფერენტული ფასი 7000-მდე მედიკამენტზე, შედეგად რიგ მედიკამენტებზე ფასები შემცირდა და პაციენტებმა მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთება შეძლეს. 2023 წელს კი GCCA-ს მიერ 4 ფარმაცევტული კომპანია 53 მლნ. ლარით დაჯარიმდა - სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენის მიზნით გამოცხადებულ კონკურსებში იდენტური ფასწარმოქმნის დაწესების გამო.

ევროკავშირიდან ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტი 13,5%-ით გაიზარდა  და 313 მილიარდ ევროს გადააჭარბა

2024 წელს ევროკავშირიდან ფარმაცევტული პროდუქტებისა და წამლების ექსპორტი 13,5%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით და 313,4 მილიარდი ევრო შეადგინა. იმპორტმა კი მხოლოდ 0,5%-იანი ზრდა აჩვენა და 119,7 მილიარდი ევროთი განისაზღვრა. შესაბამისად, 2024 წელს ევროკავშირის სავაჭრო ბალანსმა წამლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის მიმართულებით 193,6 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.ევროკავშირის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან გერმანია (67,9 მილიარდი ევრო), ირლანდია (56,6 მილიარდი ევრო) და ბელგია (41,4 მილიარდი ევრო).რაც შეეხება ექსპორტის მიმართულებას, ესაა აშშ (38%), შვეიცარია (16,4%) და დიდი ბრიტანეთი (5,8%).იგივე ჩამონათვალია იმპორტის კუთხითაც. 

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრენ

29 აპრილს PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები ესტუმრენ. PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.„Good Distribution Practice“ – „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ სტანდარტის დაცვა უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების გარანტირებული ხარისხის შენარჩუნებას მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე, საწარმოდან აფთიაქამდე და საბოლოოდ მომხმარებლამდე.EBA ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ ბიზნესებს საქართველოში და პროაქტიულად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის ღია და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას.ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 100-ზე მეტი წევრ კომპანიას, მათ შორის არიან სხვადასხვა სექტორის მსხვილი კომპანიები, როგორიცაა საბანკო საქმე, აუდიტი, მედიცინა, ფარმაცია, დაზღვევა, ტურიზმი, სტუმართ-მასპინძლობა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ა.შ., ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს.ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა და ასოციაციის მმართველმა გუნდმა დაათვალიერეს PSP ფარმას საწყობი. PSP-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა, მამუკა ბრეგვაძემ სტუმრებს გააცნო საწყობის სტრუქტურა, მედიკამენტების და პარაფარმაცევტული პროდუქტების მიღება, დახარისხება, დასაწყობება, შეკვეთის ფორმირება, კონტროლი და გაცემის პროცესების მართვის სისტემები და პრინციპები; ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დანერგილ ციფრულ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციები, საწყობის GDP სტანდარტის შესაბამისად მოწყობისა და მართვის მეთოდები.PSP-ს ადმინისტრაციული დირექტორის მოადგილემ გიორგი გლუნჩაძემ სტუმრებს მოკლედ კომპანიის 30 წლიანი ისტორია და მიღწევები გააცნო.სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს საერთაშორისო სტანდარტით მოწყობას, საწყობის ციფრულ და ტექნოლოგიურ აღჭურვას. ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ჯონ ბრაეკეველდტმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროპული სტანდარტების და ღირებულებების დანერგვა მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, მომხმარებლებისთვის, რადგან ამ საწყობის დათვალიერებით ჩვენ დავრწმუნდით, რომ მომხმარებელი უსაფრთხო პროდუქტს იღებს.“უკვე 30 წელია, PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელზე ზრუნვა და მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტირებული ხარისხის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. ამის უზრუნველსაყოფად, მუდმივად ხდება ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გამარტივება, პროცესების სრულყოფა, საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ამის დასტურია GDP სტანდარტის შესაბამისობაზემეორედ წარმატებით გავლილი საკონტროლო აუდიტი და შესაბამისობის სერტიფიკატის კვლავ მინიჭება.

სხვა სიახლეები