დავით ონოფრიშვილი დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე  მომდევნო 5 წლის განმავლობაშიც  იქნება. ამის შესახებ  მთავრობის განკარგულებიდან ხდება ცნობილი.

განკარგულების მიხედვით, დავით ონოფრიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2024 წლის 12 თებერვლიდან  დაინიშნა.

შეგახსენებთ, დავით ონოფრიშვილი დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 8 თებერვლიდან ხელმძღვანელობს.  2012 - 2016 წწ-ებში იყო საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე  ენერგეტიკის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარე. საქართველოს პარლამენტის აშშ კონგრესთან მეგობრობის ჯგუფის წევრი.

2004 - 2005  წლებში იყო  შპს „საქართველოს რკინიგზის"  გენერალური დირექტორი. 

bp.ge