2023 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 55 005 მოქმედი ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის პოლისია. ერთი წლით ადრე ეს მონაცემი 48 507 იყო. 


სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტის დევი ხეჩინაშვილის თქმით, ზოგადად, ინდივიდუალური დაზღვევა მცირე ნაბიჯებით იზრდება, რაც ბუნებრივია იმ პირობებში, როცა ის არ არის ჯანდაცვის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.
ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტებს, კორპორატიულთან შედარებით, არაერტი მინუსი აქვს როგორც ლიმიტების და დაფარვების, ისე მოცდის დიდი პერიოდის გამო. 
ამასთან, ხეჩინაშვილი იმ სიახლეზეც საუბრობს, რაც ინდივიდუალური დაზღვევის კუთხით ბოლო თვეების განმავლობაში გამოიკვეთა.

კერძოდ, მისი ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიები იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეული მიზეზით გამოეთიშნენ კორპორატიულ დაზღვევას, მაგალითად, შეიცვალეს ან დაკარგეს სამსახური, ან დამსაქმებელმა აღარ დააზღვია. კომპანიები იცნობენ თავიანთ მომხმარებელს და ამიტომაც შემოიღეს ეს სიახლე. როგორც ხეჩინაშვილი განმარტავს, არცერთ სადაზღვევოს არ სურს მომხმარებლის დაკარგვა და  მათ შესანარჩუნებლად სხვადასხვა გზას მიმართავენ. 


ისინი კლიენტებს სთავაზობენ ინდივიდუალური დაზღვევის შეძენას უცვლელი პირობებით. ამ შეთავაზებით სარგებლობ მომხმარებელს იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ინდივიდუალური პაკეტის შეძენის გადაწყვეტილებას კორპორატიული დაზღვევის დაკარგვიდან ერთი თვის განმავლობაში მიიღებს.