მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოს საავტომობილო გზებზე მომხდარი ავარიების შედეგად დაიღუპა 93 ადამიანი და დაშავდა 1495 მოქალაქე. სულ კი, სისხლის კოდექსის შესაბამისად, 1136 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.

გასული წლის იგივე პერიოდში დაღუპულთა რაოდენობა ასევე 93 იყო, დაშავებულთა რიცხვი კი 1480, აღნიშნულ პერიოდში 1153 ავარია მოხდა.

2024 წლის პირველ კვარტალში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სავარაუდო მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება,  შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და სხვა.

ცნობისთვის: 2023 წელს ქვეყანაში ავტოავარიების შედეგად 442 ადამიანი დაიღუპა. 5594 კი დაშავდა.