სიდნეის უნივერსიტეტმა 2,3 მილიონი დოლარი მიიღო სპეციალური სამედიცინო დრონის შექმნისთვის. 
პროექტი Wildu Aero სიდნეის უნივერსიტეტსა და ჯანდაცვის სექტორში მომუშავე კონსალტინგურ კომპანია ASAC-ს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. 


პროექტის შედეგად უნდა შეიქმნას უპოლოტო საფრენი აპარატი ვერტიკალური აფრენითდა და დაშვებით, მისი ფუნქცია კი სამედიცინო ტვირთების გადაზიდვა იქნება. არსებული დრონებისგან განსხვავებით, სიდნეიში შექმნილი მოწყობილობა უფრო დიდ მანძილზე იფრენს.

პროექტის მიზანია, ჯანდაცვა თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს ავსტრალიის სოფლად და ქალაქად მცხოვრები მოსახლეობისთვის. 

ეს შექმნის საშუალებას, ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდოს სამედიცინო-სანიტარული დახმარება და ტელემედიცინის სერვისები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მიაწოდოს ადამიანებს ფარმაცევტული პრეპარატები და მასალები.

მისი ფუნქცია ასევე იქნება საგანგებო სიტუაციებზე, სტიქიურ უბედურებებზე, ასევე ინფექციების აფეთქებებზე რეაგირება. 

„ავსტრალიის უზარმაზარ ტერიტორიებს არ აქვთ მარტივი წვდომა სამედიცინო დახმარებაზე. თანამედროვე ტექნოლოგიები დრონებს არ აძლევს შესაძლებლობას, საჭირო მანძილი დაფარონ, იყვნენ ეკოლოგიურად მდგრადი და არ ჰქონდეთ გამონაბოლქვი. ჩვენი მისიაა წყალბად-ნეიტრალური დრონის შექმნა, რომელიც სამედიცინო ტვირთს გადაიტანს და უპრეცედენტოდ დიდ მანძილზე იფრენს,“ - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.