საქართველოში მოქმედებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები.

იგი ითვალისწინებს შემდეგი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას:

▪️ გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები

▪️ ფილტვის ქრონიკული დაავადებები

▪️ დიაბეტი (ტიპი II)

▪️ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

▪️ ეპილეფსია

▪️ პარკინსონის დაავადება

▪️  გლაუკომა (აღნიშნული მედიკამენტები პროგრამას მიმდინარე წლის იანვრიდან დაემატა)

პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების ანაზღაურების პირობები 100 %-ით ფინანსდება:

▪️ პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს

▪️ პენსიონერი

▪️ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი)

▪️ ვეტერანი

▪️გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა

100 %-ით ფინანსდება:

▪️ პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქე

▪️ ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქე

როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში?

პროგრამული მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტში ბენეფიციარის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ექიმის მიერ ელექტრონული რეცეპტის მოდულში, სადაც ხდება პაციენტის პირადი ნომრით იდენტიფიცირება, შესაბამისი დაავადებათა ჯგუფის და დიაგნოზის არჩევის შემდეგ მედიკამენტის გამოწერა.

ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი აისახება სააფთიაქო ქსელში.  ამის შემდგომ, პაციენტს შეუძლია გაიტანოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი პროგრამაში ჩართული ნებისმიერი სააფთიაქო ქსელის ფილიალიდან. მედიკამენტის მისაღებად, ბენეფიციარმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


პროგრამაში ჩართული ფარმაცევტული დაწესებულებებია: პსპ, ჯიპისი, ფარმადეპო, ავერსი, იმპექსი

პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ აქ

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში.