კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC), რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული, განაცხადა, რომ მინერალი ტალკი, რომელსაც კოსმეტიკური პროდუქტები შეიცავს, კლასიფიცირდება, როგორც „სავარაუდო კანცეროგენი, რომელსაც შეუძლია ადამიანებში კიბოს გამოწვევა.“
IARC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტალკის თვისებები 29 მკვლევარმა შეისწავლა.


მათ დაადგინეს, რომ მინერალური ტალკის მავნე ზემოქმედების ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც ქაღალდის წარმოებაში არიან დასაქმებულები, ასევე საფრთხის შემცველია კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება. მათივე განცხადებით, ფიქსირდება საკვერცხეების კიბოს შემთხვევების ზრდა იმ ქალებში, რომლებიც ტანისთვის განკუთვნილ, ტალკის შემცველ პროდუქტებს მოიხმარდნენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თაგვების ნაწილში, რომლებიც „ტალკის“ ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, ავთვისებიანი, ნაწილში კი კეთილთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები ერთდროულად განვითარდა. 
 IARC-ის დასკვნები მოხვდა სტატიაში, რომელიც ჟურნალ The Lancet Oncology-ში გამოქვეყნდა. 
 ტალკი  მინერალი, კრისტალური ნივთიერებაა, რომელიც კოსმეტიკის და ჰიგიენური პროდუქციის წარმოებაში აქტიურად გამოიყენება.