გორში, ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში, ორმოცამდე ქალბატონმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით ადგილზე ისარგებლა. საინფორმაციო შეხვედრას ონკო-გინეკოლოგი, კამპანიის ექსპერტი, ასოცირებული პროფესორი, ონკო-გინეკოლოგი დინა ქურდიანი, "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ხელმძღვანელი მეგი საჯაია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების უფროსი ეკა ქორჩაშვილი უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფო სკრინინგის პროგრამის, სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობისა და აპვ ვაქცინაციის შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია ნიქოზში კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანიის ეგიდით, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან და ოჯახის ექიმებთან თანამშრომლობით ჩატარდა.