დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით
18 ოქტომბერს მარტვილში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრის პარალელურად შპს. მკურნალში ( გამსახურდიას 14) ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარმა მობილურმა
გუნდმა სკრინინგული კვლევები ჩაატარა.
მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით უფასოდ ესარგებლა.
საინფორმაციო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის " ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებისა და ოჯახის ექიმებისა აქტიური ჩართულობით გაიმართა.
მანამდე, 17 ოქტომბერს აქცია გაიმართა წალენჯიხაში - ეროვნული სკრინინგ ცენტრის პერსონალისგან შემდგარმა მობილურმა გუნდმა სკრინინგული კვლევები ჩაატარა.
პარალელურად, წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ასეთივე სახის შეხვედრა და კვლევები ჩატარდა 18 ოქტომბერს მარტვილში.