2023 წელი 2022 წელთან შედარებით უფრო სტაბილური იყო.
ამის შესახებ „თიბისი დაზღვევის“ მმართველობის ანგარიშგებაშია ნათქვამი.
“2023 წელი უფრო სტაბილური იყო 2022 წელთან შედარებით, რადგან რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულმა თავდაპირველმა გაურკვევლობამ იკლო და ინფლაციამ დაიწყო შემცირება (საშუალოდ 2.5% 2023 წელს, შედარებული 11.9%-თან 2022 წელს). ჩვენს მთავარ პრიორიტეტად ჩვენი თანამშრომლები და მომხმარებლები დარჩნენ,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშგების თანახმად, კომპანიის კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის კლიენტთა ბაზამ წლიური 43.6%-იანი ზრდა აჩვენა და დაზღვეულთა რაოდენობამ 53 000-ს გადააჭარბა.
დოკუმენტში სადაზღვევო კომპანია ყურადღებას ამახვილებს კრიტიკული დაავადებების დაზღვევაზე, რომელიც თავდაპირველად 7 კრიტიკული დაავადების დაფარვას უზრუნველყოფდა, თუმცა პროდუქტმა საფუძვლიანი გადახედვა გაიარა და შედეგად ის გაფართოვდა 21 დაავადებამდე.
კომპანიის თანახმად, ჯანმრთელობის დაზღვევის წილი ჯგუფის მთლიან სადაზღვევო ბიზნესში 16%-დან 19%-მდე გაიზარდა.