ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Eli Lilly-მ მიაღწია შეთანხმებას ბიოფარმაცევტული კომპანია Morphic Holding-ის შეძენის შესახებ. გარიგების ღირებულებად 3,2 მილიარდი დოლარი სახელდება. Eli Lilly-ს მიზანია ამ გარიგების შედეგად ნაწლავური დაავადებების მედიკამენტების გაყიდვების გაზრდა.
Morphic Holdings-მა მიიღო Eli Lilly-ს წინადადება ერთი აქციის 57 დოლარად გაყიდვის შესახებ. ამის თაობაზე ინფორმაციას თავად ამერიკული კომპანია ავრცელებს.
გარიგება საბოლოოდ 2024 წლის მესამე კვარტალში დაიხურება, რაც მხარეები სპეციალურ ნებართვას მიიღებენ.
Morphic Holdings-ი სხვადასხვა, მათ შორის ნაწლავური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შექმნასა და წარმოებაზე მუშაობს. გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბირჟაზე მისი აქციები 76%-ით გაიზარდა.
Eli Lilly and Company არის ამერიკული ფარმაცევტული კომპანია, რომელიც 1876 წელს დაფუძნდა და ცნობილია როგორც პირველი კომპანია, რომელმაც ინსულინის სამრეწველო წარმოება დაიწყო.