ინვესტორებს სურთ დაამტკიცონ, რომ ხელოვნურ ინტელექტს მედიკამენტების შექმნაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.
ინვესტორებს სურთ მიიღონ მტკიცებულებები, შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს მედიკამენტების შექმნაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება.
ანალიტიკოსისა და მკვლევრის, თიმ მაკარტნი განმარტავს, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ხელოვნური ინტელექ
ტის საფუძველზე შექმნილ მდეიკამენტებს. ის მათ შორის საუბრობს AlphaFold-ის ბოლო ვერსიაზე, რომელიც ცილის სტრუქტურის პროგნოზორების ინსტრუმენტია.
AlphaFold 3 ერთ-ერთია ხელოვნური ინტელექტის არცთუ მრავალრიცხოვანი ალგორითმებიდან, რომლებსაც ბიოფარმაცევტული დარგი ავითარებს წამლების შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით. თუმცა ინვესტორებს აინტერესებს, იქნება თუ არა ეს ინსტრუმენტები წარმატებული.
ამასთან, ამ ეტაპზე ბაზარზე არ გამოჩენილა არცერთი წამალი, რომელიც სრულად ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იქნებოდა შექმნილი. ამ გზით შექმნილი მედიკამენტების ნაწილი კი, კლინიკური გამოცდის შედეგად, ან გადაიდო ან პრიორიტეტებიდან გაქრა მწირი შედეგების გამო.
ამასთან, AlphaFold 3-მა შესაძლოა, ისევ დაუშვას შეცდომები და, ისევე როგორც ხელოვნური ინტელექტის სხვა ინსტრუმენტებს, არ შეუძლია წინასწარ განსაზღვრა, რომელი პრეპარატი იქნება საუკეთესო მის კლასში.
ამის მიუხედავად, AlphaFold 3-ის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ალგორითმს შეუძლია ცილის მოლეკულების ურთიერთქმედებისა და სტრუქტურის მოდელირება მინიმუმ 50%-იანი სიზუსტით. თუმცა პროგნოზები ჯერ კიდევ დასამტკიცებელია ტრადიციული კლინიკური კვლევების გზით.
ამიტომ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ინვესტორებმა წამლების შექმნის პროცესში ხელოვნურ ინტელექტს უნდა შეხედონ არა როგორც ინსტრუმენტს, არამედ როგორც მის ნაწილს.