2024 წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 534 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წელს ეს მონაცემი 447 მილიონი ლარი იყო. 


გასული წლის სტატისტიკა დღეს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში მიზიდული პრემიების მოცულობითა და პროცენტული წილით ლიდერი კომპანიების ხუთეული და მათი მონაცემები ასეთია:

1. ჯიპიაი - 125.2 მილიონი ლარი  (23%), 2023 წელს იყო 107.9 მლნ, 24%;


2. იმედი L - 100 მილონი ლარი (19%), 2023 წელს იყო 78.7 მლნ, 18%;


3. არდი - 90.6 მილიონი ლარი (17%),  2023 წელს იყო 80.8 მლნ, 18%;


4. თიბისი - 52.9 მილიონი ლარი (10%). 2023 წელს იყო 42.4 მლნ, 9%;


5. ირაო - 36.6 მილიონი ლარი, (7%). 2023 წელს იყო 30.6 მილიონი ლარი, 7%.


კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლების 20% სარგებლობს.