კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 20 % სარგებლობს. ამის შესახებ საუბარია დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, გასულ წელს ეს წილი 19%-ს შეადგენდა. უწყების მონაცემებით, ქვეყანაში ჯანმრთელობის დაზღვევის 741,174 მოქმედი პოლისია. წინა წელს ეს მაჩვენებელი 720,944 იყო, 2022-ში კი 682,152.
2024 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე მიზიდულმა პრემიამ 534 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წელს ეს მონაცემი 447 მილიონ ლარს შეადგენდა.
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
2024 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 259 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 307 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 127 მილიონი ლარი.