2023 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის 720 944 მოქმედი პოლისია.  კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 19% სარგებლობს. 2022 წელს პოლისების რიცხვი 682 152-ს შეადგენდა, კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული მოსახლეობის წილი კი 18% იყო.

2023 წლის მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 447 მილიონი ლარი შეადგინა.

2023 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ მიზიდულმა პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 063,6 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 248,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 73,5 მილიონი ლარი.