2023 წლის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 447 მლნ. ლარი შეადგინა. 2023 წლის მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

სტატისტიკის თანახმად, ბაზრის ლიდერი ისევ „ჯიპიაია“ ბაზრის 24%-იანი წილით, მას მოსდევს „არდი“ და „იმედი ელი“ 18-18%-იანი წილებით, შემდეგია „თიბისი დაზღვევა“ 9%-ით, „ირაოს“ კი ბაზრის 7% უკავია. 
2022 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენტში კომპანიების მიერ მიზიდული პრემია 375,4 მილიონი ლარი იყო, აქედან 26% „ჯიპიაიზე“ მოდიოდა, „არდის“ და „იმედი ელს“, 2023 წლის მსგავსად, ბაზრის 18-18% ეკავათ.
 
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლიდან სადაზღვევო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" „არდი დაზღვევა “ შეიძინა, რის შემდეგაც პირველი მათგანის წილი სამედიცინო დაზღვევის სექტორში საკმაოდ მაღალ ნიშნულს - 35,6%-ს აღწევს.