„ველოდებოდი და აზრი ექნებოდა, დღეს გვეკამათა, როგორ იყოს საზოგადოება ნაკლებად დამოკიდებული პენსიაზე, ან სხვა სოციალურ მხარდაჭერაზე. ეს არის რეალურად კონკურენტული აზრი და ასეთ შემთხვევაში ექნებოდა აზრი თავად დებატებსაც“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სატელევიზიო დებატების დროს.


როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ამის ნაცვლად, ოპონენტებისაგან, პოპულისტური განცხადებები მოისმინა და ოპოზიციის მცდარ არგუმენტებს, რეალური ფაქტები ამხელს.


„დიახ, ეს ქვეყანა ვითარდება. ვითარდება სწორი მიმართულებით და ძალიან სწრაფად. საბედნიეროდ, ასე ხდება სიღარიბის, თუ უმუშევრობის დაძლევის მიმართულებით. ყველა პარამეტრი ამაზე მეტყველებს.


ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ პროგრამებზე იხარჯება მეტი თანხა და ეს ასეც უნდა იყოს, ისევე როგორც მაგალითად, ჯანდაცვის მიმართულებაზე - ბოლო წლების განმავლობაში, ეს მაჩვენებელი სულ
მზარდია. შედეგად, თუ დაახლოებით, 12-13 წლის წინ, სიცოცხლის საშულო ხანგრძლივობა 72 წელი იყო, დღეს ეს ასაკი 76 წლამდეა გაზრდილი.


ეს არის ქვეყნის წარმატება, მოუხედავად იმისა, პოლიტიკურად ვინმესთვის სასარგებლოა, თუ - არა, ან უხარია, თუ - არა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.