2025 წლის მონაცემებით, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ქვეყანაში 469 ადამიანი დაიღუპა და 8191 დაშავდა. ეს მაჩვენებლები წინა წლის იგივე მონაცემებს აღემატება.

კერძოდ. 2024-ში გზებზე მომხდარი ავტოავაროების შედეგად 444 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 7 587 მოქალაქე. 2023 წელს დაღუპულთა მაჩვენებელი 442 იყო, ხოლო დაშავებულთა 7 310. 


რაც შეეხება 2022 წელს, ავტოკატასტროფებში დაიღუპა 430 ადამიანი, დაშავდა - 7 517.