აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება 10 მილიონ ლარამდე გაზარდა. 


უწყების ცნობით, პროგრამების ფარგლებში რეაბილიტაციის 36 000-მდე კურსი 4000-მდე ბავშვს დაუფინანსდება.

ამოქმედდა ახალი პროგრამა, რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას დაემატა სენსორული და არტ თერაპიის სეანსები, ასევე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარების სერვისი.
2025 წელს სამინისტროს პროგრამებით ისარგებლა 3 500-მა ბავშვმა, დაფინანსდა 27 000-ზე მეტი რეაბილიტაციის კურსი, გამოიყო 7 მილიონი ლარი.