საქართველოში აშშ-ის საელჩო ჯანდაცვის მინისტრთან ელჩის მოვალეობის შემსრულებლისა და CDC-ის წარმომადგენელთა შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„30 წელზე მეტია, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად მუშაობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად.
გასულ კვირას, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დელეგაცია ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მრავალწლიანი პარტნიორობა, აშშ-ის დახმარების განახლება ჯანდაცვის სფეროში და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს დაავადებების ზედამხედველობისა და ლაბორატორიული სისტემების გაძლიერებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას, ასევე, ჯანმრთელობის ახალი საფრთხეების თავიდან აცილებას, დროულ გამოვლენასა და მათზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, რითაც ხელს ვუწყობთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების განმტკიცებას საქართველოსა და რეგიონში.
ჯანმრთელობის საფრთხეები სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს, ამიტომ, ერთობლივი მუშაობით ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ორივე ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ,“ - ნათქვამია განცხადებაში.





