საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს (ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი) ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დიაგნოსტიკური კვლევები და ანტივირუსული მკურნალობა სრულიად უფასო იქნება.

მათივე მონაცემებით, ანტივირუსული მედიკამენტები ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის სექტემბერის თვიდან, მანამდე კი პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაიტარონ დიაგნოსტიკური კვლევები და მოემზადონ მკურნალობისთვის.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი საქართველოს B ჰეპატიტის მართვის პროგრამის ძირითადი განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებაა. პროგრამას განახორციელებენ ცენტრის წამყვანი სპეციალისტები მრავალწლიანი გამოცდილებით, რომლებიც არიან ვირუსული ჰეპატიტების და აივ-შიდსის პროგრამების ელიმინაციის კლინიკური და პრევენციული ჯგუფის წევრები. ამასთან, პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის განკუთვნილი ყველა ნიუანსი გათვალისწინებულია.

ვიზიტის დასაჯავშნად და/ან ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 551 81 66 66; 551 82 66 66. მისამართი: ალ. ყაზბეგის N16. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი.