დღეს ინსულტის მსოფლიო დღე აღინიშნება. მისი მთავარი მიზანი ინსულტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება, დაავადების პრევენციის მნიშვნელობის წარმოჩენა, მისი სიმპტომების დროული ამოცნობის ხელშეწყობა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაა.
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
ეს დღე 2006 წელს ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის (WSO) ინიციატივით დაარსდა. 2010 წელს კი ორგანიზაციამ ინსულტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გადაუდებელ გამოწვევად გამოაცხადა.
ინსულტის ძირითადი რისკ-ფაქტორებია:
მაღალი არტერიული წნევა
თამბაქოს მოხმარება
არაჯანსაღი კვება
დაბალი ფიზიკური აქტივობა და ჭარბი წონა
დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი და
გულის რიტმის დარღვევები
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
ჰაერის დაბინძურება.





