„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ექიმის, ნათია ახობაძის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან კლინიკაში რამდენიმე პირია შეყვანილი, რომელთაც შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

მისივე თქმით, პირველადი დათვალიერებით პაციენტებთან მძიმე დაზიანებები არ ვლინდება.

„რამდენიმე პაციენტია შემოყვანილი აქციიდან ჩვენს კლინიკაში, ამჟამად არიან კვლევის პროცესში, უტარდებათ პირველადი დახმარება. რაიმე მძიმე დაზიანება ამჟამად არ ვლინდება. გრძელდება კვლევები და კვლევების შემდგომ უფრო დავაკონკრეტებთ. პირველადი დათვალიერებით, პაციენტებთან მძიმე დაზიანებები არ ვლინდება, ძირითადად თავის არეშია დაზიანება“, – განაცხადა ნათია ახობაძემ.