ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ერთ წელიწადში ფასები 9.5 პროცენტით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.8 პროცენტული პუნქტით აისახა.

ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

უწყების 2025 წლის ივლისის სტატისტიკური მონაცემებით, ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.5 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

მიმდინარე წლის წინა თვესთან შედარებით კი აღნიშნულ ჯგუფში ფასები 0,1%-თაა შემცირებული.

ზოგადად, 2025 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა.