აპრილში, საქართველოში, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, ფასები წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა. ფასების 0.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის, ასევე ამბულატორიული მომსახურების ქვეჯგუფებში. საავადმყოფოების მომსახურება კი 0,3%-ით გაძვირდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

რაც შეეხება ცვლილებას წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ჯანდაცვის ჯგუფში ფასები 0,3%-ით გაიზარდა. ამასთან, 1,4%-ით გაიაფდა სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა. 3-4%-იანი ზრდა აღინიშნა ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურებების ფასებზე.

ზოგადად, აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა.