თებერვალში, ჯანდაცვის სფეროში ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა საავადმყოფოების მომსახურებაში დაფიქსირდა.
საქსტატის მონაცემებით, თებერვალში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით,
ჯანდაცვის მიმართულებით ფასები 5,4%-ით გაიზარდა, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ჯგუფში ზრდამ 3,5% შეადგინა, ამბულატორიების მომსახურება 7%-ით გაძვირდა, საავადმყოფოებში კი სერვისის ღირებულებამ 7,6%-ით მოიმატა.
რაც შეეხება ფასების ცვლილებას წინა თვესთან შედარებით, ჯანდაცვის ჯგუფში 2,3-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.
სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ფასები პრაქტიკულად არ შეცვლილა, ამბულატორიული მომსახურებები 2,4 %-ით გაძვირდა, საავადმყოფოების სერვისის ღირებულებამ კი ერთ თვეში 7,1%-ით მოიმატა.