ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 11 დაშავებული გადაიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულთა ნაწილი გაეწერა და კლინიკა დატოვა.
„11 დაშავებულია რომელთა ჰოსპიტალიზაციაც მოხდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის არიან სამართალდამცველები. დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ჯანდაცვის სამინისტრო - პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 11 დაშავებული გადაიყვანეს, მათი ნაწილი კლინიკებიდან უკვე გაეწერა
იანვარ-აპრილში საქართველოდან დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტმა 37 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. მისივე ცნობით, შარშან იგივე პერიოდში აღნიშნულ მაჩვენებელი 30 მილიონ დოლარს შეადგენდა. იანვარ-აპრილის მონაცემებით, ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 18,6 მილიონი დოლარი უზბეკეთში ფიქსირდება, მას მოსდევს აზერბაიჯანი 8,1 მილიონი დოლარით, სომხეთი 3,6 მილიონით, შემდეგია ყირგიზეთი 1,2 მილიონით. ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებულმა ექსპორტმა 333 ათას დოლარს შეადგინა.2023 წელს საქართველოდან ექსპორტზე 126,5 მილიონი დოლარის დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა.
თბილისის თიზ-ის საშუალებით უკვე შესაძლებელია ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობა, - ამის შესახებ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) მფლობელმა და ადმინისტრატორი კომპანია "ზოტი ჰოლდინგის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა სოსო ნიბლაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.მისივე ინფორმაციით, თბილისის თიზ-ში ორი ფარმაცევტული საწყობი იქნება."ჩვენ ძალიან წარმატებით შევძელით სხვადასხვა დარგის კონსოლიდაცია თბილისის თიზ-ში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარმაცევტული ინდუსტრია. ჩვენთან გასულ წელს დასრულდა უკვე პირველი GDP სტანდარტის ფარმაცევტული საწყობის მშენებლობა. ასეთი ტიპის საწყობი პრინციპში უპრეცედენტოა საქართველოში. ეს აზერბაიჯანულმა კომპანიამ დაასრულა და იწყებს ამ საწყობის ფუნქციონირებას. რეგიონში და მთლიანად ამ დარგში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ ამ საწყობის საშუალებით ხდება ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობა ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, ფარმაცევტული საწყობის მეორე პროექტიც დაწყებულია. ჩვენი ინვესტიციით განხორციელდა თვითონ შენობის მშენებლობა, ხოლო საინჟინრო გადაწყვეტილებები კომპანიის მიერ. დაახლოებით, 2000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე დამატებით ფუნქციონირებს მეორე GDP სტანდარტის საწყობი. თბილისის თიზ-ი რეგიონში, შემდგომი დისტრიბუციის მიზნით, ბიზნეს-ჰაბი ხდება", - აცხადებს სოსო ნიბლაძე.ცნობისთვის, თბილისის თიზ-ი 2016 წლიდან ოპერირებს, თუმცა „ზოტი ჰოლდინგმა“ თბილისის თიზ-ის შესყიდვა 2023 წლის აპრილში დაასრულა. „ზოტი ჰოლდინგი“ ქართველი და უცხოელი ბიზნესმენების ე.წ. გაერთიანებას წარმოადგენს.
თურქეთიდან საქართველოში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში, ქვეყანაში მეზობელი სახელმწიფოდან დაახლოებით 69 მილიონი დოლარის აღნიშნული პროდუქცია შემოვიდა, რაც 1,8-ჯერ მეტია წინა წლის იგივე მონაცემთან შედარებით.2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 563.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 763.2 მლნ.აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 800.2 მლნ. აშშ დოლარს(გაიზარდა 0.3 პროცენტით).
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების პროცესის ინტენსივობა შენელდა და პროცესი უფრო ხანგრძლივი გახდა, რაც დადებითი მოვლენაა. ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს. რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული მედიკამენტების სია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ბოლოს 2 მაისს განახლდა, მანამდე კი თითქმის ორი თვის განმავლობაში არ განახლებულა. ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ ახალ სიაში დაფიქსირდა გასაჩივრებულ მედიკამენტებზე ჯანდაცვის სამინისტროს სპეცუალური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ბევრ შემთხვევაში ფარმაცევტული კომპანიების არგუმენტირებული საჩივრები დაკმაყოფილდა და ფასიც შესაბამისად განისაზღვრა. ამ ეტაპზე ჩამონათვალში 7 ათასზე მეტი მედიკამენტია.რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამ საკითხში გადაწყვეტილებების მიღების ტემპებს, ირაკლი მარგველაშვილის თქმით, ეს პროცესი შენელდა, რაც დადებითი მოვლენაა და სამინისტროს მხრიდან მეტ გახსნილობას ადასტურებს. „სამინისტროს უფრო ლაბილური პოლიტიკა აქვს. დიალოგი უფრო ღია გახდა. პროცესი, კარგი გაგებით, შენელდა, ის კიდევ უფრო დასახვეწია მეთოდოლოგიისა და სხვა მიმართულებით. რეფერენტული ფასების დამდგენ კომისიას ადრე ხელმძღვანელობისგან გარკვეული დედლაინები ჰქონდა დაწესებული, რაც ახლა მოხსნილია,“ - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა. რეფერენტული ფასების დანერგვის დაწყების შემდეგ აღნიშნულმა რეფორმამ კერძო სექტორის მხრიდან არაერთი უკმაყოფილება გამოიწვია. მათი მთავარი მოთხოვნა იყო, ფასების დაწესების შესახებ ინფორმაცია მათ 2-3 თვით ადრე მიეღონ და არა მხოლოდ ერთი თვით ადრე, რაც მოქმედი პრაქტიკით ხდება.„კარგი იქნება, თუ სამინისტროს გეგმა წლის დასაწყისში გამოქვეყნდება, მაგრამ თუნდაც 2-3 თვიანი ვადა რომ ჰქონდეს სექტორს, ის მოასწრებდა ახალ ფასებზე გადაწყობას და მომზადებას,“ - აცხადებდა ირაკლი მარგველაშვილი.შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ დაიწყო მედიკამენტების ღირებულების იმ მაქსიმალური ზღვრის დადგენა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, სამინისტროს ინფორმაციით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდა.jandacva.ge
საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 74 ვეტერანი ცხოვრობს
მსოფლიოში, „ციფრული ორეულის“ ტექნოლოგიებში ინვესტიციები იზრდება
Connect: უცხოელების მხრიდან საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა სტომატოლოგიასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა
"ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს" - განცხადებას სამედიცინო უნივერსიტეტიც უერთდება
მეცნიერები გრიპის მრავალწლიანი მოქმედების ვაქცინას ქმნიან