დელავერის ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ AstraZeneca-მ Pfizer-ს კომპენსაციის სახით 107,5 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.
საქმე ეხება ზარალს, რომელიც AstraZeneca-ს კიბოს სამკურნალო მედიკამენტის Tagrisso-ს პატენტის დარღვევამ გამოწვია.
კერძოდ, ჟიურიმ დაადგინა, რომ AstraZeneca-ს პრეპარატმა Tagrisso-მ კომპანია Pfizer-ის ორი პატენტი დაარღვია, რომლებიც ძუძუს კიბოს მკურნალობის მეთოდებს ეხება.
AstraZeneca-მ განაჩენის გამო იმედგაცრუება გამოთქვა. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, Reuters-ი აღნიშნავს, რომ ისინი დარწმუნებულნი არიან საკუთარ სიმართლეში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით და გეგმავენ ბოლომდე იბრძოლონ ობიექტურობის დადგენისთვის.
Pfizer-მა AstraZeneca-ს წინააღმდეგ სარჩელი 2021 წელს შეიტანა. 2023 წლის მონაცემებით, Tagrisso-ს რეალიზაცია 5,8 მილიარდ დოლარს აღწევს.
საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის. აშშ-ში იგეგმება დამატებითი სასამართლო განხილვები, რათა AstraZeneca-ს დაცვის დარჩენილი აგრუმენტები იქნას მოსმენილი.
წარუმატებლობის მიუხედავად, AstraZeneca ამტკიცებს, რომ მისი პრეპარატი არ არღვევს პატენტებს და თავად პატენტები უკვე აღარაა მოქმედი.