მსოფლიოს 100-მდე ქვეყანასთან ერთად, საქართველო, 2017 წლიდან უერთდება გლობალურ კამპანიას - „მაისი-გაზომვების თვე“.
წელს კამპანია მარტვილში იხსნება და 22-23 მაისს ტარდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლიდან დღემდე, კამპანიის ფარგლებში, ჰიპერტენზიის სკრინინგი გაიარა 60 000 -ზე მეტმა ზრდასრულმა პირმა.
2025 წლის დასაწყისში ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციის მიერ „მაისი-გაზომვების თვე“ კამპანიის საქართველოს გუნდს გადმოეცა „აღიარების სერტიფიკატი“ კამპანიის წარმატებით განხორციელებისათვის და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევისათვის
ჰიპერტენზიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მაჩვენებლით, „მაისის გაზომვების თვის“ კამპანიის მონაცემებით, საქართველო ლიდერობს 100 ქვეყანას შორის. კამპანიის ფარგლებში გამოკითხულთა 93.4%-მა იცის, რომ აქვს მომატებული არტერიული წნევა.
2016 წლის STEPS კვლევით, მოზრდილი მოსახლეობის 24.9%-ს არასდროს გაუზომავს წნევა სამედიცინო პერსონალის მიერ. „მაისის გაზომვის თვის“ კამპანიის ფარგლებში გამოკითხულ ადამიანებს შორის აღნიშნული მაჩვენებელი 4%-ია.
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში, მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს მაღალი არტერიული წნევა აქვს (არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების STEPS 2016 კვლევა). „მაისის გაზომვების თვის“ რესპონდენტებში ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებელი 65-69%-ს აღწევს.