ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, მუხრანის ამბულატორიულ ცენტრში მოსახლეობისთვის სამედიცინო სკრინინგი ჩატარდა.
სკრინინგის ფარგლებში, ასამდე მოქალაქემ მიიღო ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია, ჩატარდა საჭირო სამედიცინო კვლევები. მედიკოსების განმარტებით მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დაავადებების ადრეულ გამოვლენას, დროულ დიაგნოსტიკას და მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
პროექტს ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო ჰოლდინგი“ თბილისის „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“ ერთად . მიზანი პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, ქრონიკული დაავადებების პრევენცია, მათი ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო ჰოლდინგის“ დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი ჯაკო უგრეხელიძე, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, სოფლის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი პავლე კაპანაძე, ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო ჰოლდინგის“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები





