პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.  ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი შეეხო ჰოსპიტალური და ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან მოსახლეობისთვის უწყვეტი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისის მიწოდების აუცილებლობას.  აღინიშნა, რომ სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია პაციენტების ინტერესების დაცვა, რისთვისაც სამედიცინო სექტორისა და კლინიკების წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მთავრობის მიდგომებს სექტორში არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებებს, ასევე საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა სამედიცინო სექტორისთვის პრიორიტეტულია.

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ პაციენტის უფლებების დაცვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობას კლინიკებთან და სამედიცინო სექტორთან. 
მან ასევე ხაზი გაუსვა პარტნიორულ ურთიერთობას სექტორთან, მისი მხრიდან ინფორმაციის მიღებას ისევე, როგორც თავად სამინისტრომ უნდა  გავზიაროს მათ ინფორმაცია გადაწყვეტილებების შესახებ. მინისტრის თქმით, ეს აუცილებელია, რომ მთავარი პრიორიტეტი - პაციენტების ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს.


ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით კი სექტორში დაწყებული რეფორმები გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს. 


„ზოგიერთი რეფორმა საჭიროებს მეთოდოლოგიურ კორექტირებას. ეს სამუშაო პროცესია, ამიტომ გვექნება ხშირი კომუნიკაცია და ხშირი დისკუსია. საბოლოო ჯამში ყველას გვაქვს ერთი ამოცანა - რომ პაციენტებს, მოსახლეობას მიეწოდებოდეს უწყვეტი ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისი მიეწოდებოდეს. ესაა როგორც ჰოსპიტალური სერვისების, ისე ფარმაცევტული პროდუქციის კუთხითაც,“ - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.