ჯანდაცვის მინისტრი დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა, დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დიალიზის სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია სერვისის უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვა, რათა პაციენტის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. მინისტრის განცხადებით, სექტორი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, სამინისტრო კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, სფეროს კიდევ უფრო განვითარებას.
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დიალიზის სერვისის დაფინანსების, აპარატურის განახლების, ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნის, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა და მათი უწყვეტი განათლების საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელიც სექტორისა და სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება და უახლოეს პერიოდში, სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჭირო ცვლილებებს შეიმუშავებს.
შეხვედრას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და გიორგი პატარიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი და დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე ესწრებოდნენ.
დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა
საახალწლო საჩუქრების შესარჩევად ოჯახის ყველა წევრისთვის PSP-მ ძალიან საინტერესო შეთავაზებები მოგიმზადათ.საახალწლო საჩუქრების შერჩევა როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისა და ბავშვებისთვის, PSP-ში მარტივი და სარგებლიანია. მსოფლიოს ცნობლი კოსმეტიკური, დერმატოლოგიური, პირის ღრუს და თავის მოვლის, საკვებიდანამატების, არომათერაპიის ბრენდების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანიდან შეარჩიეთ სასურველი პროდუქტები და მიიღეთ გრანდიოზული ფასდაკლება, შერჩეულ პროდუქციაზე კი - 70%-მდე.პრემიუმ კოსმეტიკის სასაჩუქრე ნაკრებები ყველა ქალისთვის სასურველი საჩუქარია. განსაკუთრებული ფასდაკლებები თქვენს საახალწლო საჩუქრების შოპინგს მეტ სიამოვნებას და სიხარულს შესძენს.ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ეტაპობრივად დამატებული შეთავაზებები რომ არ გამოგრჩეთ, თვალი ადევნეთ სიახლეებს კომპანიის ოფიციალურ გვერდს https://www.facebook.com/psp.ge.„30 წელზე მეტია, ჯერ კიდევ 1994 წელს, დავიწყეთ მოძრაობა სიმართლის, პროგრესისა და ჯანმრთელი მომავლისთვის; სწორედ ამიტომ გთავაზობთ მხოლოდ გარანტირებული ხარისხის პროდუქტებს საქართველოს ყველა კუთხეში და ყოველთვის საუკეთესო შეთავაზებებს.თითოეულის სურვილები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თქვენი სანდო დასაყრდენი და მეგობარი ვიქნებით თქვენი კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე და თქვენთან ერთად გავიზიარებთ არჩევანზე პასუხისმგებლობას ან სრულადავიღეთ მას. ყველა პრობლემას ერთად გადავჭრით უკეთესი საქართველოსთვის, მომავლის საუკეთესო გამოცდილებებისთვის მოგზაურობაში ხელჩაკიდებულები“ - აცხადებენ PSP-ში.არ გამოტოვოთ ყველაზე საინტერესო და სარგებლიანი შეთავაზებები საახალწლო ნაკრებებსა და მრავალფეროვან ასორტიმენტზე PSP-ში!ისიამოვნეთ შოპინგით, აჩუქეთ სილამაზე და გაახარეთ ახლობლები მრავალფეროვანი უმაღლესი ხარისხის საჩუქრებით!
ბარსელონაში, ADCE-ს რიგით 34-ე დაჯილდოების გალა ცერემონიაზე ADCE Creative Week 2025, ევროპის 24 ქვეყნიდან წარდგენილ 653 ნამუშევრის შეფასების შედეგად, წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო ქართულმა კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” მოიპოვა.ADCE 2025 წლის გრან პრის, 2 ოქროს, ვერცხლის და სპეციალური პრიზის “ADCE-ის ევროპული ვარსკვლავის” მფლობელი გახდა Playmakers მიერ შექმნილი PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ”.სპეციალური პრიზი “ADCE-ის ევროპული ვარსკვლავი” (იოჰანეს ნიურკლას ჯილდო) ენიჭება იდეებს, რომლებიც ასახავს ევროპულ ღირებულებებს - მრავალფეროვნებას, ინკლუზიას, თავისუფლებას, სამართლიანობას დამშვიდობის პრომოციას.ყველა დისციპლინიდან ჟიურის ყველა წევრმა შეარჩია საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც ხელოვანებისთვის საკუთარი საქმიანობის დაბრუნების შესაძლებლობის მიცემით, პატიმრობის პირობებშიც კი, გახდა მდგრადობისა დათავისუფლების შესახებ მძლავრი განცხადება.ევროპის მასშტაბით შემოქმედებითი და დიზაინის საუკეთესო ნამუშევრების გამოსავლენად ADCE-მ ბარსელონაში 22 ევროპული ქვეყნის 60 წამყვანი კრეატორი შეკრიბა, რომელთაც ერთხმად აირჩიეს ნომინაციებში გამარჯვებულები.კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ”, რომელიც PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი კამპანიისთვის კრეატიულმა სააგენტომ Playmakers-მა შექმნა, ფროდაქშენი კი “ენკენი ფილმსმა” განახორციელა, უკვე არაერთი ჯილდოს, მათ შორის AD Black Sea 2025-ის გრან პრის, 8 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს პრიზის მფლობელია.ევროპის არტ-დირექტორთა კლუბი (ADCE) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 24 პროფესიულ კლუბსა და ასოციაციას აერთიანებს 23 ევროპული ქვეყნიდან, რომლის სათავო ოფისი ბარსელონაში მდებარეობს. წლევანდელიგამარჯვებულების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:https://adceurope.awardhub.org/winners/?_gl=1*1yiuyst*_gcl_au*NjkyOTg5ODUwLjE3NjM5NzIwNjc.
21–30 ნოემბერს, PSP მომხმარებლებს შავი პარასკევის ყველაზე მასშტაბურ ფასდაკლებებს სთავაზობს. შოპინგის მოყვარულებისთვის ეს საუკეთესო დროა განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლონ თავის მოვლის, კოსმეტიკისა და ბავშვთა პროდუქტებზე, საკვებ დანამატებსა ჰიგიენის საშუალებების სრულ ასორტიმენტზე.შავი პარასკევის ფარგლებში, ყოველი დღე ახალ შეთავაზებას უდრის: -40%, - 50%, 60%, 70% და 80%-იანი ფასდაკლებები, ასევე საჩუქრები და სხვა ისეთი შესაძლებლობები, რომელიც შოპინგს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.თვალი ადევნეთ PSP-ს Black Friday შეთავაზებებს და იშოპინგეთ ყველაზე დიდი ფასდაკლებით.
ჯანდაცვის სექტორში ჰოლდინგური ჯგუფები არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე მათ მიმართ მიდგომების შეცვლის საჭიროება არ დგას.ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.„სამედიცინო და ფარმაცევტულ ბაზარზე, სამწუხაროდ, გვაქვს მოცემულობა, როდესაც გვყავს მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფები. ასეთი რეალურად სამი ჯგუფია, რომლებსაც ბაზარზე გააჩნიათ იმპორტი, ფარმაცევტული ქსელი, საავადმყოფოები, სადაზღვევო კომპანიები. აქაა ჯგუფური დომინირება. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, თუ სამი კომპანიის წილი აღემატება 50%-ს, ეს უკვე ითვლება ჯგუფურ დომინირებად. სამი მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფის წილი კი ბაზარზე 90%-ს უახლოვდება. ამ პირობებში, მნიშვნელოვანია, შეფასებები ვაკეთოთ როგორც კონცენტრაციების, ისე ბაზრის მონიტორინგის კუთხით.მთავარი შემდეგია: ზოგადად, ყველა ევროპულ ქვეყანაში, რაც არ უნდა ლიბერალური ქვეყანა იყოს, სამედიცინო ბაზარი არის მაქსიმალურად რეგულირებული და ეს რეგულაციები მაქსიმალურად გამჭვირვალეა.მეორე: არის შემთხვევები, როდესაც ამ ჰოლდინგურ ჯგუფებში ადგილი აქვს ხელოვნური მოთხოვნის გაჩენის ფაქტებსაც, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ მედიკამენტზე, რომელიც შეიძლება იყოს კონკრეტული ჯგუფის მიერ წარმოებული ან იმპორტირებული, შესაძლოა არსებობდეს ზეწოლა რეცეპტის გამომწერზე, რომ არჩევანის შემთხვევაში მოქალაქეს სწორედ იმ მედიკამენტზე მიუთითონ, რომელიც მისი ჯგუფის ინტერესში შედის და არა სხვაზე, როდესაც ბაზარზე, შესაძლოა, არჩევანი იყოს ანუ მედიკამენტს ერთი და იგივე შემადგენლობა ჰქონდეს და ეფექტიც პრაქტიკულად იგივე ჰქონდეს. როდესაც ჩვენ ანალიზი გავაკეთეთ, დავინახეთ, რომ ბაზარზე იყო ერთი და იგივე ქიმიური ნივთიერებების მქონე სხვადასხვა მედიკამენტი - იყო შვეიცარიულიც, ბრიტანულიც, კვიპროსულიც და არაევროპული ქვეყნებდანაც. ფასები იყო აბსოლუტურად დიფერენცირებული - მაგალითად, შვეიცარიული მედიკამენტი ღირდა 30 ლარი, ბრიტანული კი 9 ლარი. იყო შემთხვევები, როდესაც საერთო მარკის მითითება ხდებოდა და ხელოვნური მოთხოვნის საფუძველზე ხდებოდა კონკრეტული მედიკამენტის რეალიზაცია,“ - აღნიშნა ლექვინაძემ და განმარტა, რომ სწორედ ამის გათვალისწინებით სააგენტომ გასცა რეკომენდაციები ჯენერიკული და ელექტრონული რეცეპტების დანერგვის შესახებ, რაც განხორციელდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ფარმაცევტმა მომხმარებელს კონკრეტული მედიკამენტის სამი ხელმისაწვდომი არჩევანი უნდა შესთავაზოს. ამასთან, ამოქმედდა რეფერენტული ფასებიც, რომლის პირობებშიც ძვირადღირებულ მედიკამენტებზე აქცენტირება კომპანიისთვის ნაკლებად მოტივირებულია. თუმცა, ლექვინაძის თქმით, შეიძლება, პრობლემები მაინც არსებობდეს, რადგან ჰოლდინგური ჯგუფები ორიენტირებულები არიან კომერციულ სარგებელზე და არა პაციენტის საუკეთესო ინტერესებზე. ამიტომ, მისივე თქმით, მონიტორინგი გრძელდება და თუ უკვე განხორციელებული ან მიმდინარე რეფორმები საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ კომერციულზე მეტად პაციენტის ინტერესი იყოს უპირატესი, ამ შემთხვევაში შესაძლოა, დაიწყოს ფიქრი ჰოლდინგური ჯგუფების მიმართ გარკვეული მიდგომის ჩამოყალიბებაზე.„მანამდე კი, რომ ვთქვათ, რომ ჰოლდინგური ჯგუფები არ უნდა არსებობდეს, ამან, შესაძლოა ეფექტი ვერ მოგვცეს. იურიდიულად და სამართლებრივად შესაძლოა ეს მარტივად დაიყოს და დანაწილდეს, მაგრამ პრობლემა იგივე დარჩეს. თუ მკაცრი კონტროლი უზრუნველყოფს ამ პროცესის გამართულობას, ჰოლდინგური ჯგუფების არსებობას პრობლემურად არ ვუყურებთ, თუმცა თუ ისევ დგება პრობლემა, რომ კომერციულ ინტერესს ატარებს ჰოლდინგური ჯგუფი, ალბათ დაგვჭირდება დამატებითი მუშაობა, რომ შინაარსობრივად მოხდეს ამის დაყოფა და არა მექანიკურად,“ - აღნიშნა ლექვინაძემ.
კვლევა: ელექტრონული სიგარეტი გულის შეტევისა და ინსულტის რისკს ზრდის
კოვიდ-ვაქცინებსა და „პაქსლოვიდზე“ მოთხოვნის კლების გამო Pfizer-ს კრიზისული წლები ელის
ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტების უმრავლესობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს
„სექტორი დამატებით წნეხში არ უნდა მოექცეს“ - ექთნებთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედება გადავადდება
წელს თბილისის მერიამ სახსრების ენდოპროთეზირების 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა




