ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საავადმყოფოების ან სკოლების დაბომბვა ომის დანაშაულია.
გებრეისუსმა X-ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ხაზი გაუსვა, რომ საავადმყოფოს ან სკოლის დაბომბვა „შეცდომა“ არ არის.
გებრეისუსმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის პერსონალის მკვლელობა არ არის „უნებლიე ზიანი“, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილი - „ვაჭრობის ტაქტიკა“. „ეს არის ომის დანაშაულები. წერტილი. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ,“ - აღნიშნა მან.
ირანელი ოფიციალური პირების ცნობით, აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1348-ს გადააჭარბა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 17000-ს.
ირანის მთავრობის პრესსპიკერმა ფატმა მოჰაჯირანიმ განაცხადა, რომ აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 43 000 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის 120 სკოლა და 43 ჯანდაცვის ცენტრი დაზიანდა და თავდასხმებს 223 ქალი ემსხვერპლა.
ისრაელის არმიამ 2 მარტს განაცხადა, რომ ლიბანიდან გასროლილი რაკეტის აღმოჩენის შემდეგ ქვეყნის ჩრდილოეთში სირენები ამოქმედდა.
ისრაელის არმიამ, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ ლიბანში საჰაერო დარტყმები დაიწყო და დედაქალაქ ბეირუთს დაუმიზნა, გადაწყვიტა ლიბანში სახმელეთო ოკუპაციის გაფართოება, სადაც ჰაერიდან და ზღვიდან ინტენსიური თავდასხმები განახორციელა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ 14 მარტს განაცხადა, რომ 2 მარტიდან ლიბანზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 826-მდე გაიზარდა, ხოლო 2009 დაშავდა.
ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა გებრეიესუსმა გუშინდელ პოსტში განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანში ისრაელის ინტენსიური თავდასხმების შედეგად ჯანდაცვის 14 მუშაკი დაიღუპა.





