ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის პროცედურა განისაზღვრა. ცვლილება იმ პაციენტებს ეხება, ვინც მანამდე სერვისს კერძო სუბიექტებისგან იღებდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარებს შეეძლებათ რეგისტრაცია 2025 წლის 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში გაიარონ - რეგისტრაცია განხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 15:00-დან 18:00 საათამდე.

რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე ონლაინ ვებგვერდზე – www.ost.moh.gov.ge (საიტი რეგისტრაციის პერიოდისთვის ამოქმედდება).

ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლისთვის პაციენტი, 2025 წლის 1 აგვისტომდე, ჩართული უნდა იყოს ჩანაცვლებითი მკურნალობის შესაბამის პროგრამაში.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ პაციენტი SMS შეტყობინებას მიიღებს, სადაც მითითებული იქნება, როდის და სად უნდა გამოცხადდეს წამლის მისაღებად.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ.