გთავაზობთ მორიგ ახალ რუბრიკას - „კურორტებისა და ველნეს ინდუსტრიის სტრატეგია“
რუბრიკის მიზანია კურორტების, ველნესისა და სპა ინდუსტრიის სისტემური გააზრება, კლასიფიკაციებიდან პრაქტიკულ მენეჯმენტამდე. ავტორი - მიხეილ ქოჩიაშვილი, ექიმი, საერთაშორისო ველნეს ექსპერტი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, შინაგან დაავადებათა კოლეგიის საპატიო წევრი
ველნესი და სპა ინდუსტრია სწრაფად მზარდი, მაგრამ ხშირად არასწორად გაგებული სფეროა. ამ რუბრიკაში ჩვენ ვაშენებთ სისტემურ ჩარჩოს — ვანსხვავებთ ტერმინებს, ვალაგებთ კლასიფიკაციებს, ვაანალიზებთ კურორტებს და ვსაუბრობთ არა მითებზე, არამედ რეალურ ბიზნეს-ლოგიკაზე, მენეჯმენტსა და მდგრად განვითარებაზე.
ეს არის სივრცე ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის, ინვესტორებისთვის და მათთვის, ვისაც სურს ინდუსტრიის დანახვა მთლიანობაში.
ინდუსტრიის კლასიფიკაციის სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოში
ინდუსტრიის სტრატეგიული განვითარება იწყება სწორი განმარტებით!
1.საკითხის არსი
საქართველოში კურორტების სამართლებრივი სტატუსი განსაზღვრულია, თუმცა სპა, ველნესი და ველნეს ტურიზმი არ არის ცალკე კლასიფიცირებული.
ტერმინოლოგიური გაურკვევლობა აფერხებს:
- ბაზრის პოზიციონირებას
- ინვესტიციების სტრუქტურირებას
- საერთაშორისო აღიარებას
- რეგულირების გამჭვირვალობას
- საერთაშორისო განმარტებები
2.1. ჯანმრთელობა (Health)
WHO Constitution (1946):
ჯანმრთელობა არის ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სრული მდგომარეობა.
2.2. ველნესი (Wellness)
Global Wellness Institute (GWI):
ველნესი არის ჯანმრთელობის ჰოლისტიკური მდგომარეობისკენ მიმართული აქტიური პროცესი.
2.3. სპა (Spa)
International Spa Association (ISPA):
სპა არის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალურ სერვისებს სხეულის, გონებისა და ემოციური მდგომარეობის განახლებისთვის.
2.4. ველნეს ტურიზმი (Wellness Tourism)
Global Wellness Institute:
ველნეს ტურიზმი არის მოგზაურობა, რომლის ძირითადი მოტივაციაა პირადი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება.
ველნეს ტურიზმი არ არის იდენტური სამედიცინო ტურიზმისა, რომელიც მოიცავს დაავადებების მკურნალობას ან ქირურგიულ ჩარევას.
- საერთაშორისო კლასიფიკაციის ძირითადი ტიპები
- Day Spa (დღის სპა) — განთავსების გარეშე მოქმედი ობიექტი.
- Resort Spa (კურორტული სპა) — სასტუმროს ან კურორტის შემადგენელი სპა.
- Destination Spa (მიზნობრივი სპა) — გარკვეულ მიმართულებაზე, პროგრამაზე ორიენტირებული ცენტრი.
- Lifestyle Wellness (ცხოვრების წესზე ორიენტირებული ველნესი)
- Medical Spa (სამედიცინო სპა) —სპა პროცედურები ექიმის ზედამხედველობით.(ავტორის შენიშვნა: უმეტეს შემთხვევაში ძირითადი პროფილია - ესთეტიკური მედიცინა და კომპლექსური კოსმეტოლოგია)
- Medical Wellness (სამედიცინო ველნესი) — ჯანრმთელობის რესურსების მართვა, პრევენციული და აღდგენითი პროგრამები სამედიცინო კონტროლით.
- ინდუსტრიის სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში:
- „კურორტებისა და საკურორტო ადგილების შესახებ“ კანონი განსაზღვრავს კურორტის სტატუსს;
- „ტურიზმის შესახებ“ კანონი არ შეიცავს ველნესის და სპა-ს განმარტებას;
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი არეგულირებს მხოლოდ სამედიცინო საქმიანობას.
- სტრატეგიული დასკვნა
საქართველოსთვის პრიორიტეტულია:
- ტერმინოლოგიური სტანდარტიზაცია;
- ეროვნული კლასიფიკაციის შემუშავება;
- სამედიცინო და არასამედიცინო სერვისების გამიჯვნა;
- საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია.





