საფრანგეთში იგეგმება ახალი კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც, თუ ექიმთან ვიზიტზე ჩაწერილი პაციენტი კონსულტაციაზე არ გამოცხადდება და ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულებას წინასწარ არ გააფრთხილებს, ის 5 ევროთი დაჯარიმდება. ჯარიმას ის იმ შემთხვევაში აირიდებს, თუ დაადასტურებს, რომ გაცდენის მიზეზი საპატიოა. 
მთავრობა გეგმავს, რომ ამ ზომის შედეგად სხვა პაციენტებისთვის წელიწადში 15-დან 20 მილიონამდე მიღება გამოთავისუფლდება.


დაგეგმილ რეფორმას უკვე მოჰყვა კრიტიკა. პაციენტების ასოციაციის პრეზიდენტის ჟერარ რაიმონის თქმით, ეს კანონი მიმართულია არა პაციენტებში პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებისკენ, არამედ იმისკენ, რომ მათ თავი დამნაშავედ იგრძნონ.

ესაა ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლითაც საფრანგეთის ხელისუფლება ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს. ამ პრობლემებს შორისაა „სამედიცინო უდაბნოები“ - მცირე ქალაქები და სოფლები, სადაც ექიმებისა და სამედიცინო სერვისების დეფიციტია. 

ამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეეცდება იმ სტუდენტების რიცხვის გაზრდას, რომლებიც რთულ სამედიცინო მომზადებას გადიან. 

მედიცინა საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე რთულ საუნივერსიტეტო საფეხურად მიიჩნევა და სტუდენტთა მესამედი სწავლას თავს პირველივე წლი ბოლოს ანებებს.