11-დან 15 წლამდე მოზარდების 16% ინტერნეტში კიბერბულინგის ობიექტია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს მონაცემებით, რომელიც 2022 წელს მოიცავს, აღნიშნული მაჩვენებელი 4 წლის წინანდელ მონაცემს 3%-ით აღემატება. 
ანგარიში 44 ქვეყნის მონაცემს ასახავს.

ჯანმოს ევროპის ბიურო აღნიშნავს, რომ გოგონების 16-მა პროცენტმა და ბიჭების 15-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ბოლო თვეებში კიბერბულინგის ობიექტი მინიმუმ ერთხელ მაინც გახდნენ. 

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ პანდემიამ მოზარდებს შორის ურთიერთობები და მათი ქცევები შეცვალა. 
„თანატოლების მხრიდან ძალადობის ვირტუალური ფორმები განსაკუთრებით აქტუალური COVID-19-ის დაწყების შემდეგ გახდა, როცა ახალაზრდა ადამიანების სამყარო სულ უფრო ვირტუალური გახდა კარანტინის დროს,“ ნათქვამია ანგარიშში.

ჯანმოს შეფასებით, ფსიქოლოგიური ძალადობის სხვა სახეები სტაბილურობას ინარჩუნებს და ამ კუთხით მხოლოდ მცირედი ზრდა აღინიშნა.

გოგონებისა და ბიჭების 11%-მა განაცხადა, რომ სკოლაში დევნის მსხვერპლნი თვეში სულ მცირე ორჯერ ან სამჯერ გახდნენ. 4 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10 % იყო. 

კიბერბულინგის ყველაზე მაღალი მონაცემი დაფიქსირდა ბიჭებს შორის ბულგარეთში, ლიტვაში, მოლდოვასა და პოლონეთში, ყველაზე დაბალი კი - ესპანეთში.