დიდმა ბრიტანეთმა ჯანდაცვის სისტემაში ახალი მოდელის დანერგვა დაიწყო, რომელიც პაციენტების უფრო მარტივად მართვას და ამბულატორიების განტვირთვას ისახავს მიზნად. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებით, პაციენტები კვლევების ჩატარებას პირდაპირ აფთიაქებში შეძლებენ.

ადგილობრივი  მედიის შეფასებით, ესაა ახალი ეპოქა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში.

კერძოდ, იმის ნაცვლად, რომ ამბულატორიაში ან საავადმყოფოში ექიმთან მიღებაზე ჩაეწერონ, პაციენტები შეძლებენ აფთიაქში მისვლას და ისეთი ჩივილებისგან განკურნებას, როგორიცაა ტკივილი ყურებში, ანგინა, სინუსიტი, საშარდე გზების ინფექციები, ნაკბენები და სხვა. აღნიშნული ჩამონათვალი მთავრობის მიერაა განსაზღვრული.

ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, ყოველი 10 აფთიაქიდან 9-ში შესაძლებელი იქნება აღნიშნული სერვისის მიღება. ამ გზით მთავრობა ცდილობს, მოქალაქეებს შეუმსუბუქოს სამედიცინო სერვისების მიღება და ამავდროულად ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვა შეამციროს.

მთავრობის გეგმებით, ცვლილების შედეგად ექიმთან ვიზიტების რაოდენობა ქვეყანაში 10 მილიონით შემცირდება

ერთი ვიზიტის ღირებულება 15 გირვანქა სტერლინგი იქნება.