ტრამპი Novartis-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა და განაცხადა, რომ ფარმაცევტული კომპანია აშშ-ში 11 ქარხანას აშენებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შვეიცარიულ კომპანიის ხელმძღვანელთან შეხვედრა ოთხშაბათს, თეთრ სახლში შედგა.  


ტრამპის ინფორმაციით,  შეხვედრის დროს ვას ნარასიმჰანმა უთხრა, რომ პრეზიდენტის სატარიფო პოლიტიკის შედეგად, მისი კომპანია აშშ-ში 11 ქარხანას აშენებს.

Novartis-ის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ  უკვე საძირკველი ჩაეყარა 
ჩრდილოეთ კაროლინასა და კალიფორნიაში წარმოებისა და კვლევითი ობიექტების მშენებლობას. მისივე თქმით, ასევე იგეგმება ფლორიდაში ახალი ობიექტის მშენებლობა კომპანიის რადიოლიგანდური თერაპიის წარმოების ქსელის გაფართოების მიზნით.

გასულ წელს შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა, რომ 23 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს აშშ-ში 10 ობიექტის ასაშენებლად და გაფართოებისთვის, მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ წამლების იმპორტზე გადასახადების დაწესებით დაიმუქრა.