პოლიპრაგმაზია ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ეს ფაქტორი არა მხოლოდ პაციენტების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, არამედ მოსახლეობის მედიკამენტებზე დანახარჯებს ზრდის. შესაბამისად, სწორედ ამ პრობლემის მოგვარება სახელდება ამ დანახარჯების შემცირებს ერთ-ერთ გზად.

აღნიშნულ თემაზე ისაუბრა თსსუ-ს პროფესორმა, ლუიზა გაბუნიამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, პოლიპრაგმაზიაა, როდესაც პაციენტს 5 ან მეტი პრეპარატი აქვს გამოწერილი. მისივე განმარტებით, გამისავალია კლინიკური ფარმაკოლოგის სპეციალისტი და ამავდროულად, ელექტრონული რეცეპტების შემოწმების გზით ჯანდაცვის სამინისტრომ გააკოტროლოს წამლების ჭარბად გამოწერის პრაქტიკა. 

„უამრავი მასშტაბური კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ პოლიპრაგმაზიის ქვეშ მოიაზრება პაციენტისთვის 5 ან 5-ზე მედი მედიკამენტის დანიშვნა. დამტკიცებულია, რომ როცა 5-ზე ნაკლები მედიკამენტი აქვს დანიშნული ადამიანს, გვერდითი ეფექტები, მათი ინტენსივობა და გარულებები დაახლოებით 4-6 პროცენტია. ხოლო თუ დანიშნულია 5 ან 5-ზე მეტი მედიკამენტი, წამლისმიერი გართულებები დაახლოებით 25%-მდე იზრდება. აქედან 23% პოტენციურად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ხოლო 1/3 ლეტალობით დასრულდა,“ - აღნიშნა გაბუნიამ.

მისი თქმით, ასევე პრობლემაა, როცა პაციენტს ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფიდან ერთზე მეტი მედიკამენტი ან ერთმანეთთან შეუთავსებელი პრეპარატები ენიშნება. 

ლუიზა გაბუნიას განცხადებით, პრობლემაა ისიც, რომ ექიმების ნაწილი საკვებ დანამატს მკურნალობის რეჟიმში სვამს, ეს კი ძვირადღირებული პრეპარატებია და, გარდა ამისა, არ გვაქვს არც ახლო და არც შორეული შედეგები, რაც შეიძლება ამ პროდუქტმა ჯანმრთელობას მიაყენოს. მისი თქმით, შეიძლება ექიმმა ასეთი დანამატის მიღების შესახებ მიუთითოს პაციენტს, თუმც არ უნდა ჩაწეროს დანიშნულებაში. 

გაბუნიას განმარტებით, პოლიპრაგმაზიის და არარაციონალური ფარმაკოთერაპიის ორი მნიშვნელოვანი სტრატეგია არსებობს: აუცილებლად უნდა იყოს მარეგულირებელი მექანიზმი ჯანდაცვის სისტემაში, რომელიც პერიოდულად გადაამოწმებს ელექტრონულ რეცეპტებს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან. თუმცა, მისივე აზრით,  ამას არ უნდა ჰქონდეს სადამსჯელო მიზანი და უნდა იყოს განსჯის საგანი. ამასთან უნდა იყოს პოსტდიპლომური გადამზადების პროგრამები, რომლებიც აუცილებელი უნდა გახდეს ნებისმიერი სპეცალობის და სუბსპეციალობის ექიმისთვის, რადგან ფარმაკოლოგია ნებისმიერ ექიმს სჭირდება. 

გაბუნიას მოჰყავს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა, როცა  კლინიკური ფარმაკოლოგი პაციენტს ექთანთან და ექიმთან ერთად მართავს. მისი აზრით, საქართველოშიც აუცილებელა, ერთ-ერთი საექიმო სპეციალობა იყოს კლინიკური ფარმაკოლოგია  რეზიდენტურითა და პოსტდიპლომური გადამზადებით.