თურქეთიდან საქართველოში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი შემცირდა - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში თურქეთიდან 65 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების, 1 888.3 ტონა პროდუქცია შემოვიდა. წინა წლის იგივე პერიოდში კი ეს მონაცემი 85,5 მილიონი დოლარი და 2 169 ტონა იყო.
რაც შეეხება დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტს, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა: ექსპორტზე 47,3 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა (შარშან იყო 45,8 მილიონი). დაფასოებული სამკურნალო საშუალებები საექსპორტო და საიმპორტო საქონლის ათეულში შედის (შესაბამისად, 1,8%-იანი და 3.8%-იანი წილებით).