„არ მგონია, რომ ჯანდაცვის სექტორში ეს არის უმთავრესი პრობლემური საკითხი“ - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა შეკითხვას დიარჯის ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით.

„არ მგონია, რომ ჯანდაცვის სექტორში ეს არის უმთავრესი პრობლემური საკითხი,  რომელზეც პირველ რიგშია სასაუბრო. არის საკითხების საკმაოდ დიდი წრე, რომლებთან დაკავშირებითაც ბიზნესთან ერთად მუშაობა მოგვიწევს. მათ შორის დროდარდო შეიძლება დიარჯის ტარიფების გადახედვაც იყოს,“ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ბიზნესთან გარკვეულ თემებზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს.

მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის ინფლაციასთან დაკავშირბით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისები არაა გაძვირებული, რადგან სახელმწიფოს თავის თავზე აქვს აღებული ყველა ის ვალდებულება, რომლებიც ამ კატეგორიის მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობაში ეხმარება.