„იმედის კლინიკაში“ მომხდარ დარღვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კლინიკა პასუხობს. 

განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, კლინიკა დარღვევის ფაქტს არ უარყოფს, თუმცა ამას გარკვეული გარემოებებით ხსნის და ხაზს უსვამს, რომ პაციენტები, რომლებსაც მომხდარი ფაქტი ეხება, უკვე გაწერილები არიან და თავს კარგად გრძნობენ.

"საქართველოს მთავრობის №385 ​ დადგენილებაში „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” ​ 1 სექტემბრიდან, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ძალაში შევიდა ცვლილებები რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობების შესახებ.​ სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს აღნიშნული განყოფილებების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის და ა.შ. მიმართულებით.

შპს „იმედის კლინიკამ“ რომელიც, წლების განმავლობაში კანონის ფარგლებში ახორციელებდა პედიატრიულ რეანიმაციულ და ქირურგიულ საქმიანობას, მიიღო ზომები შესაბამისობაში მოეყვანა სანებართვო პირობები ახალი სტანდარტების მიხედვით და დადგენილ ვადაში მიმართა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განაცხადით ახალი სტანდარტების შესაბამისად ნებართვის დანართების განმეორებით მოპოვებისა და მოზრდილ ბავშვთა რეანიმაციული მომსახურების და გეგმიური პედიატრიული ქირურგიული მომსახურების განხორციელების მიზნით. სექტემრის თვეში ჩვენივე განაცხადის საფუძველზე შემოწმებული იქნა რეგულირების სააგენტოს მიერ „ქირურგიული მომსახურება“ და „რეანიმაციული მომსახურება“ პედიატრიული მიმართულებით. შემოწმების აქტით გამოვლენილი რამდენიმე ტექნიკური ხარვეზის გამო, როგორიცაა 112-ის დასკვნა საევაკუაციო გასასვლელზე, ან/და გასახდელი საოპერაციო ბლოკში და ა.შ, ამავე სააგენტოს 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით „იმედის კლინიკას“ უარი ეთქვა სტაციონარული დაწესებულების ნებართვის დანართების „რეანიმაციული მომსახურება“ „ქირურგიული მომსახურება“ გაცემაზე.

„იმედის კლინიკას“ ბრძანება ჩაბარდა 25.09.2023 წელს. აღნიშნული ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებაზე კლინიკაში დაიწყო აქტიური სამუშაოები. მიუხედავად ამისა, გაუგებრობის გამო, რადგანაც პაციენტები არ ითხოვდნენ DRJ დაფინანსებას და მათ ინტერესში შედიოდა სამედიცინო მომსახურების მიღება ​ „იმედის კლინიკაში“, ​ 02.10.2023 წელს ჩატარდა 2 გეგმიური ქირურგიული ოპერაცია, რომელიც იმ დღესვე გამოავლინა რეგულირების სააგენტომ შემოწმების შედეგად. აღნიშნული ფაქტი შედგენილი აქტით შეფასებულია „ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 44-2 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 20 000 ლარის ოდენობით.სამედიცინო მომსახურება გაწეული იქნა იმ სანებართვო პირობების ფარგლებში, რომელსაც არეგულირებდა კანონი 2023 წლის 1 სექტემბრამდე დადგენილი სანებართვო პირობებით.

პაციენტები დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, ჯანმრთელები გაეწერნენ კლინიკიდან, სამედიცინო მომსახურება გაწეულ იქნა დიპლომირებული, სერტიფიცირებული სამედიცინო პერსონალის მიერ. „იმედის კლინიკაში“ გამოვლენილი დარღვევის შესახებ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ სოციალური ქსელით ინფორმაციის გასაჯაროებამ,​ „იმედის კლინიკის“ სერვისებით მოსარგებლე პაციენტების დაბნეულობა გამოიწვია, რის გამოც გვსურვს განვმარტოთ, რომ „იმედის კლინიკა“ შეუფერხებლად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, აგრძელებს თავის საქმიანობას როგორიც არის:​ ​ ​ ​ ​

​ ​1. ანტენატალური მოვლა (ორსულობა, ქალთა კონსულტაცია)-​ ​ II დონე​

 2. პერინატალური რეგიონალიზაციის (მშობიარობა, საკეისრო კვეთა, ახალშობილთა რეანიმაცია)- II/III დონე​.​ფლობს სტაციონარული დაწესებულებიდს ნებართვას და ნებართვის​ ​ დანართებს შემდეგ​  საქმიანობებში:​​ 1. სამეანო-ნეონატალური საქმიანობა​, ​2. ახალშობილის ინტენსიური მოვლა​;

3. რადიოლოგია;

4. ლაბორატორიული საქმიანობა-კლინიკური დიაგნოსტიკა, ბიოქომიური​ ​ ​ დიაგნოსტიკა, იმონოლიგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკა,​ ​ 5. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება -EMERJENCY- II დონე;​​

„იმედის კლინიკა“ და მისი კვალიფიციური პერსონალი​ სრულ პასუხისმგებლობას იღებს, როგორც პაციენტების წინაშე გაწეულ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებაზე, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე, სახელმწიფოს წინაშე ნებისმიერი თანამედროვე სტანდარტების დაძლევის პროცესში დაშვებულ და გამოსასწორებელ ხარვეზებზეც, - ნათქვამია „იმედის კლინიკის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, "იმედის კლინიკაში" უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა. სააგენტოს ინფორმაციით, სამედიცინო
დაწესებულებაში ორ მცირეწლოვან პაციენტს ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს
შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა.

"იმედის კლინიკას“ ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაწესებულებაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანების გამო 13 სექტემბერს შეუჩერა. მიუხედავად ამისა, კლინიკაში 2 ოქტომბერს გეგმური
ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა, რაც უკანონო სამედიცინო საქმიანობას წარმოადგენს. უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა,“ - ნათქვამია რეგულირების სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.