საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი გადაუდებელ და სტაციონარულ მომსახურებას, ონკოლოგიასა და ქრონიკული დაავადებების მკურნალობას ხმარდება. აღნიშნულის შესახებ საუბარია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2024 წელს მოიცავს. 


დოკუმენტის თანახმად, ასაკობრივ ჯგუფებში ყველაზე მეტად სერვისების გამოყენება 70+ მოსახლეობაში ფიქსირდება, რაც მიანიშნებს ხანდაზმულთა მზარდ საჭიროებებზე. სოციალურად დაუცველი პირები, პენსიონერები და ბავშვები (0-5) ასევე, ფართოდ სარგებლობენ ჯანდაცვის სერვისებით.

მთავარი ხარჯები ასე გამოიყურება: 

გადაუდებელი სტაციონარული დახმარება – 525 მლნ ლარი
 
გეგმური ქირურგია – 256 მლნ ლარი 

ონკოლოგიური მკურნალობა – 260 მილიონი

სტატისტიკის თანახმად,  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 1.5 მილიონამდე ადამიანი სარგებლობს . 
ასაკობრივი და სქესობრივი განაწილება ასეთია: პროგრამით უფრო მეტად სარგებლობენ მდედრობითი სქესის ბენეფიციარები, განსაკუთრებით, 70+ ასაკობრივ ჯგუფში. 


ონკოლოგია: ონკოლოგიური მედიკამენტებით 25,000-ზე მეტი ბენეფიციარი დაფინანსდა. 2024 წელს ონკოლოგიურ კომპონენტზე (მათ შორის, ქიმიო და სხივური თერაპია) 260 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.