გასულ წელს პროფესიული სასწავლებლები ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით 1537-მა სტუდენტმა დაამთავრა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 


მისივე მონაცემებით,  იმავე წელს აღნიშნულ მიმართულებაზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა 3 069  იყო. 
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა  ინჟინერიაზე, წარმოებასა და მშენებლობაზეა - ჩააბარა 3 587 -მა და დაამთავრა 2 250 -მა. 


მესამე ადგილზეა  ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები - ჩაირიცხა 3 536  და დაამთავრა 1 022 -მა.