როგორ შეიცვალა ერთ წელიწადში ფასები სამედიცინო პროდუქციასა და სერვისებზე? დეტალურ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
მარტის თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 2, 5%-თაა გაიაფებული, ანტიბიოტიკები თითქმის 40%-ით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები თითქმის 5%-ითაა გაძვირებული, ვიტამინები კი 6%-ით. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფში ფასების 10%-იანი ზრდა აღინიშნა, თერმომეტრი 8%-ით გაძვირდა, წნევის აპარატი 2%-ით, 11%-ით გაიაფდა ბამბა.
რაც შეეხება სამედიცინო სერვისებს, კბილის დაბჟენა 6%-ით გაძვირდა, ამოღება კი 11%-ით. საავადმყოფოების მომსახურებაში 3%-იანი ზრდა აღინიშნა.